logo
ENG



ბასიანთან მომხდარი სროლისას სამი პირი დაჭრეს - შსს

12 იან 202010:44
3 წუთის საკითხავი
 
n4yt201zd6cufrm.jpg

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი სროლისას სამი პირი დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

სროლის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი - 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ბასიანთან“ სროლა დღეს, 12 იანვარს, გამთენიისას მოხდა.


close დახურვა